LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელით ქალებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას

91

ქალებში, რომლებიც რეგულარულად ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მატულობს. ანალიზმა აჩვენა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისას იტვირთება სახსრები, რამაც შეიძლება ოსტეოართრიტის ნაადრევი განვითარება გამოიწვიოს. ყველაზე მეტი საშიშროების ქვეშ მუხლის სახსარია. ის იცვითება, იწყება ტკივილი და იზღუდება მოძრაობა.
რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტად იტვირთება მუხლი ფეხის მიწასთან კონტაქტისას. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება, როდესაც ქალი ნაკლებად მოძრაობს. მაღალ ქუსლებზე დიდხანს სიარული იწვევს ტკივილებს, მოტეხილობებს, ნერვისა და რბილი ქსოვილების გადაძაბვასა და სახსრების ცვეთას.

წყარო: mkurnali.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები