LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეტაპზეა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა – მინისტრის მოადგილის პასუხი

89
აშშ-საქართველო

ჩვენივე ინტერესისთვის მოვამზადეთ და გავუზიარეთ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, ასევე აღნიშნულზე გვქონდა კონგრესში კომუნიკაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობირივი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ეტაპზეა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით რაიმე ოფიციალურ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუმცა, მიმდინარეობს არაოფიციალური კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში იმ მიმართულებებზე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევა.

„ჩვენ ყოველწლიურად ექსპერტულ დონეზე აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლობასთან ვაწარმოებთ სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციებს. ჩვენ ოფიციალურ არც მოლაპარაკებებში და კონსულტაციებში არ ვიმყოფებით, თუმცა, არაოფიციალურ კონსულტაციებს როგორც გითხარით ვაწარმოებთ, გვაქვს გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ გავზრდით და უფრო გავააქტიურებთ ამ დიალოგს. გვაქვს ფორმატები მაღალი დონის დიალოგი ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ეს ფორმატიც და სხვა ფორმატებიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ, იმედი მაქვს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პროგრესის ჩვენებას შევძლებთ,“- განაცხადა არველაძემ.

რაც შეეხება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, პანდემიამ პროცესი გადადო, თუმცა, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ სწრაფად ჩაინიშნოს მოლაპარაკების პირველი რაუნდი.

„ინდოეთთან როგორც იცით, დასრულებული გვაქვს მიზანშეწონილობის კვლევა და მზადყოფნა არის, რომ მოლაპარაკების რაუნდები გავმართოთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იყო პანდემია, გვქონდა გასულ წელს მარტში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაგეგმილი, ამ პანდემიამ გადადო ეს პროცესი და ახლა უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელისუფლებო სხვადასხვა მიმართულებით, დიპლომატიური არხებით, მათ შორის ეკონომიკის და ვაჭრობის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს კონსულტაცია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიგეგმოს პირველი რაუნდი თუნდაც, ონლაინ რეჟიმში,“-განაცხადა არველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g