LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციები

934
ეკა კვარაცხელია

ახალი, 2026 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, აღმოსავლური მეტაფიზიკისა და ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია ჟურნალ „სარკის“ რუბრიკაში მკითხველს მორიგ რეკომენდაციებს უზიარებს.

ეკა კვარაცხელია „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ უნდა შეხვდეთ ახალი წლის დადგომას, რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი, რა უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე და სხვა.

„აღმოსავლური შეხედულების თანახმად, რაც უფრო კაშკაშად შეხვდებით ცხენის წელს, მით უფრო მეტ წარმატებასა და იღბალს მოგიტანთ. ცეცხლოვანი ცხენის წელს სახლი უნდა მოირთოს მბრწყინავ ფერებში, წითელში, ოქროსფერსა და მწვანეში…

საძინებლის სარკეში არ უნდა ირეკლებოდეს საწოლი, სადაც წყვილს სძინავს. თუ სარკეში ჩანს მთლიანი საწოლი, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილს შორის არის ვიღაც მესამე, რომელიც ამ ორ ადამიანს შორის პრობლემებს ქმნის“, – აღნიშნავს ეკა კვარახელია „სარკესთან“ ინტერვიუში.

ვიდეო: „ამ ფერს მოაქვს იღბალი და წარმატება… თუ გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელები, მაშინ ახალ წელს სწორედ ამ ფერში უნდა შევხვდეთ“ – რა ფერებში შევხვდეთ 2026 წელს – ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რჩევები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g