LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერებში არ უნდა შევხვდეთ არავითარ შემთხვევაში ახალ წელს – ეკა კვარაცხელია: „12 საათამდე მოიხვიეთ შარფი…“

8172
ეკა კვარაცხელია

ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია ჟურნალ „სარკის“ მკითხველს უმხელს, რა ფერებში არ უნდა შეხვდეთ ახალ წელს და რა რიტუალები აღასრულოთ ბარაქისა და იღბლისთვის.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

საახალწლო სუფრა უნდა იყოს წითლით ან ოქროსფერი ორნამენტებით დამშვენებული. არანაირი ლურჯი და ცისფერი არ უნდა იყოს არსად, რადგან ლურჯი ასოცირდება წყალთან და დისბალანსს შეიტანთ დეკორში. მაგიდის ცენტრში დიდი ხილის ლარნაკი უნდა დადგათ, სადაც მოთავსებული იქნება წითელი და მწვანე ხილი. ფორთოხალი და მანდარინი ხვავისა და სიმდიდრის მომტანია.

12 საათამდე მოიხვიეთ შარფი და 12 საათზე მხრებიდან ჩამოიგდეთ. ეს შარფი შეგიძლიათ გარეთ დაფერთხოთ და აზრობრივად გააყოლოთ წინა წლის პრობლემები. თუ ბუხარი გაქვთ, აუცილებლად დაანთეთ.

ცხენს ხმაური არ უყვარს, ამიტომ მაშხალები ნაკლებად გამოიყენეთ. 12 საათზე გამოაღეთ ფანჯარა ან გადით აივანზე და ჰაერი ღრმად შეისუნთქეთ, ეს ნიშნავს, რომ იღბალს და ბედნიერებას ეგებებით…“

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციები

ვიდეო: „ამ ფერს მოაქვს იღბალი და წარმატება… თუ გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელები, მაშინ ახალ წელს სწორედ ამ ფერში უნდა შევხვდეთ“ – რა ფერებში შევხვდეთ 2026 წელს – ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რჩევები

„ფინანსების გაზრდა, ჯანმრთელობა და სურვილების ასრულება“ – სად დავდგათ და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე? ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია გვირჩევს

ვიდეო: ცხენი, ნალი, გასაღები, ქისა სიმდიდრის ბარათი… რას ამბობს 2026 წლის სიმბოლოების მნიშვნელობაზე ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g