LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა, რომ ყბადაღებული თემა ქვეყანაში დაიხუროს, რომ სკოლის დირექტორები მუდმივად მოვალეობის შემსრულებლად არ მუშობდნენ – გიორგი ვაშაძემ განათლების მინისტრს მიმართა

54
BeFunky-collage (4)

თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „განათლების და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, რითაც გამოირჩევა განათლების სამინისტრო,”ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლებისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება”

გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, რატომ ჰყავს ქვეყნის მასშტაბით 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ ხერხდება მათი კონკურსის წესით დანიშვნა.

“იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ნიშნავთ მათ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ; აშანტაჟებენ, რომ თუ პოლიტიკურად არ ჩაერთვებიან არჩევნებში, დაკარგავენ თაანმდებობას“, – განაცხადა ვაშაძემ

გიორგი ვაშაძის განცხადებთ, მან განათლების მინისტრის გამოსვლაში სისტემური და შინაარსობრივი ვერაფერი დაინახა.

მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო კვლევა მოწმობს, რომ ქვეყანაში რეალური რეფორმები არ არის.

“ამას მოწმობს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, როცა ამბობს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში უარესდება  საგანმანათლებლო ვითარება, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები (მეც სამი შვილის მამა ვარ), ვერ იღებენ იმ განათლებას დღეს ქვეყანაში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.” – განუცხადა მინისტრს გიორგი ვაშაძემ.

“რა გახდა, რომ ყბადაღებული თემა ქვეყანაში დაიხუროს, რომ სკოლის დირექტორები მუდმივად მოვალეობის შემსრულებლად არ მუშობდნენ” – აღნიშნა ვაშაძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მინისტრთან მიმართვაში ია კერზაიას საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო მაგალითი, სადაც მთელმა საქართველო დაინახა, რისთვის ხდება საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება.

“სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლას უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების შესახებ ინფორმაცია და მითხარით რატომ ვერ ნიშნავთ და რატომ არ აცხადებთ კონკურსს?“, – მიმართა ვაშაძემ მინისტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები