LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განტვირთავს თბილისში საცობებს?

54

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში, დედაქალაქის საცობებისაგან განსატვირთად, რამდენიმე პროექტი დაფინანსდება – ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სამუშიამ განაცხადა. მისი განმარტებით,  პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილია ორდონიანი გზის მშენებლობა, ასევე გმირთა მოედნიდან სანაპიროსაკენ გზის გაფართოება. გარდა ამისა, როგორც სამუშიამ განაცხადა, გმირთა მოედნისა და  26 მაისის მოედნის საცობებისაგან განტვირთვის კონკრეტული პროექტი შემუშავდება.

რადიო ფორტუნას ეთერში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” შეთავაზებას, რომ 2016 წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ასევე “თბილსერვისის ჯგუფისა” და სხვა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასი 20 %-ით გაიზარდოს. როგორც ჯაბა სამუშიამ განმარტა, თბილისის მთავრობის პრიორიტეტი, ამ ეტაპზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, ამიტომ საბიუჯეტი თანხა საბავშვო ბაღების მშნებელობისათვის არის გამოყოფილი. მისი თქმით, ბუნებრივია, მთავრობის სურვილია, ბაღის პედაგოგებს, მეეზოვეებსა და სხვა ტექნიკურ პერსონალს მაღალი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ, საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით, არჩევანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაკეთდა.

რაც ეხება პენსიონერების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, სტუდენტებისა და სკოლის პედაგოგებისათვის ავტობუსით უფასო მგზავრობის შესახებ, ”ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” ინიციატივას,  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სოციალური თვალსაზრისით, თბილისის მერიამ მაქსიმალური შეღავათები დააწესა.  ჯაბა სამუშიას თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თავის თავზე ყველაფერს ვერ აიღებს, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველებს 500 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g