მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა სელფი, ადამიანების ნაწილი აქტიურად ამტკიცებს, რომ ეს გართობა საკმაოდ სახიფათოა. მათი აზრით, სელფი ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგში არ გაქვს და საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული ხარ. გაჩნდა ვარაუდიც , რომ თუ ბევრ სელფის გადაიღებ, შეყვარებული მიგატოვებს.
ამერიკელმა მკვლევარებმა ამ საკითხზე გამოკითხვაც ჩაატარეს, რომელშიც 420 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 300 „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ სელფის გამოქვეყნება მამაკაცში ეჭვს იწვევს და ხანდახან ეს დაშორების საბაბიც ხდება.
კვლევის შედეგების თანახმად, ერთი ნაწილი (27%) თვლის, რომ სელფი ღუპავს ურთიერთობას და სასწრაფოდ უარი უნდა თქვათ „ლაიქების დაავადებაზე“, სხვების (59%) აზრით კი, სურათს არანაირი კავშირი არ აქვს ურთიერთობასთან და ის მხოლოდ მიზეზია.