LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ღამურები, რა ამერიკა, სასაცილოა…“- გატაცებულის ოჯახი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროებას პასუხობს

130
777

„გაიმასხარავეს თავი“-  ასე უპასუხა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმის განცხადებას, გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა.

ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვარზე აშშ-სთვის მისაყიდი ღამურების დასაჭერად გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი ღამურების გაყიდვას 5 ათას დოლარად გეგმავდა.

ოკუპირებული ცხინვალი ხვიჩა მღებრიშვილის იძულებით აღიარებით ჩვენებასაც ავრცელებს.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა

გატაცებულის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.

“ნორმალური ადამიანი გაიცინებს მაგაზე, რა ღამურები, რა ამერიკა. რა თაგვები, რის თაგვები. გაიმასხარავეს  თავი თუ რა იყო, არ ვიცი,” – აცხადებს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ძმა ჯუმბერ მღებრიშვილი.

სისულელეს და პროვოკაციას უწოდებენ გავრცელებულ ვერსიას ხვიჩა მღებრიშვილის მეზობლები და ამბობენ, რომ ამ ამბის გამოყენება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხდება.

“იმდენად სასაცილოა ხვიჩასგან ღამურების დევნა… დავუშვათ წავიდა, როგორ, ღამურამ იცის რომ აძვისა და ჯარიაშენის საზღვარზე აქეთ არ უნდა გადმოვიდეს? აქეთკენ ვერ დავიჭერდით?”- ამბობს ტარიელ გურგენიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ლუგარის ცენტრის მუშაობა მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და უნდა ავიცილოთ მეორე ტალღა და რისკი, რომ აღარ მივიღოთ მკაცრი ზომები“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

“ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას – გამარჯობა, აფხაზეთი და ოსეთი ჩვენია” – ვაჟა გაფრინდაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g