LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ევროპაში ფეხბურთი

58

ბრიტანული გამოცემა ”მირორი” ევროპის წამყვანი ჩემპიონატების შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების ფასებზე წერს.

ინგლისის პრემიერლიგისა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შოტლანდიის ჩემპიონატის ყველა გუნდის თამაშის ნახვა უფრო ძვირია, ვიდრე ”ბარსასი” და მიუნხენის ”ბაიერნის”.

ინგლისში ყველაზე დაბალ ფასად “ლესტერის” მატჩებს დაესწრებით (22 ევრო), ყველაზე ძვირად კი “ჩელსი” ყიდის ბილეთებს – 52 ევრო.

რაც შეეხება “რეკორდმაისტერს”, გერმანულ კლასიკაზე ”ბაიერნსა” და დორტმუნდის ”ბორუსიას” შეხვედრაზე ბილეთის ფასი სულ რაღაც 11 ევროდან იწყებოდა.

”ბარსელონას” საშინაო თამაშზე ყველაზე დაბალი ფასი 15 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები