LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს სადილი აშშ-ის პრეზიდენტთან

107
5c78c5f6-ab55-34bc-905f-5f15b82a3f88_850

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტეტ-ა-ტეტ სადილის შესაძლებლობა ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაში დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ჯდება.

ამის შესახებ ამერიკულ ჟურნალ Wired-ში წერია.

ამ თანხად მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ შესაძლებლობა პირადად ისადილონ აშშ-ის ლიდერთან.

ამავდროულად, გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას მარ-ა-ლაგოში მოეწყო ვახშამი რამდენიმე ადამიანისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თითოეულ სტუმარს სთხოვეს გადაეხადათ 1 მილიონი დოლარი, თანაც ადგილების რაოდენობა „იყო უკიდურესად შეზღუდული“.

The New York Times ადრე იტყობინებოდა, რომ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყველა VIP ბილეთი გაყიდა და ჯამში 170 მილიონი დოლარი შეგროვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები