თოვლის პაპის და სანტას გამოძახება 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩვათვლით არის შეასაძლებელი. ამის შესახებ ,,ფორტუნას’’ კომპანია ,,დავიათიანში’’ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
„რაც შეეხება ფასებს, ფასები წელს მცირედით გაზრდილია. სანტა კლაუსის გამოძახება მსურველებს 60 ლარი, ხოლო ქართველი თოვლის პაპის გამოძახება – 70-80 ლარი დაუჯდებათ. გამოძახებული სანტა გამოძახების ადგილზე 10 -15-წუთი გაჩერდება,”განაცხადეს „დავითიანში“.
აღნიშნულ ფასში შედის სანტას ან თოვლის პაპის ადგილზე მისვლა და გასართობი პროგრამა.