LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღონისძიებები ტარდება ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის გასავითარებლად?

1442

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო. ამ ბიუროში გაერთიანებულია ტურიზმის სფეროში შემავალი ყველა უწყება. მისი მთავარი მისიაა საქართველოში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ღონისძიება მოეწყოს.

როგორც ”ფორტუნასთან” ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ნებისმიერ სეზონზე საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა უნდა იყოს, რაშიც საქმიანი ტურიზმი დიდ როლს ითამაშებს.

”საქართველო უნდა გადაიქცეს 4-სეზონიან მიმართულებად, ანუ ნებისმიერ სეზონზე ქვეყნაში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა უნდა იყოს. შესაბამისად, საქმიანი ტურიზმი არის ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომლის მეშვეობით მუდმივად შესაძლებელია, ჩვენმა ქვეყანამ თავისი ლოკაცია სხვადასხვა ჯგუფებს შესთავაზოს და ამ მიმართულებით საქართველო გადაიქცეს შეხვედრების, ღონისძიებების და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბად”, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ ”ფორტუნასთან” განაცხადა, საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასტუმროებისა და საკონვენციო ფართების სიმრავლე, ამიტომ ჩვენი ქვეყანა პირველ რიგში, პოზიციონირებული თბილისითა და ბათუმით იქნება.

”საქმიანი ტურიზმი, ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით ყოველწლიურად 168 მლნ ადამიანი მოგზაურობს. ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის მოსაზიდად იმუშავებს. იგულისხმება, კონფერენციებისა და სხვადასხვა ტიპის დიდი ღონისძიებების შემოყვანა საქართველოში. ამ მიზნით შეიქმნა საკონვენციო ბიურო, რომლის მთავარი ამოცანაც შეხვედრების მოზიდვასთან ერთად იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება რეგიონსა და მთელ მსოფლიოში, როგორც შეხვედრებისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილი”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

საქართველოს საკონვენციო ბიუროში გაწევრიანება უფასო იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული კრიტერიუმები:

ამ ბიუროს პოტენციური წევრები არიან ტურისტული კომპანიები, ავიაკომპანიები, განთავსების საშუალებები, სასტუმროები და დამხმარე ინდუსტრიები, რომლებიც სხვადასხვა კონფერენციის ორგანიზების დროს, მნიშვნელოვანია.

 

magti 5g