LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გინდოდა სიკვდილო ამ ალალ-მართალი ბიჭისგან? შენნაირი ადამიანი ძალიან ცოტაა დედამიწაზე“ – ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

257
გურამ შინჯიკაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მედიასაშუალება „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, გარდაცვლილი პროფესიით ექიმი, 38 წლის გურამ შინჯიკაშვილია, რომელიც აშშ-ში სამუშაოდ იყო წასული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურამ შინჯიკაშვილის ცხედარი მეგობრებმა სატვირთო ავტომობილში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ის კავშირზე აღარ გავიდა.

გურამ შინჯიკაშვილს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და მისი ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებენ.

„შენ წარსულში როგორ უნდა მოგიხსენიოთ, გურო. რა დაუნდობელია ეს წუთისოფელი, რა გინდოდა სიკვდილო ამ ალალ-მართალი ბიჭისგან. როგორ გინდოდა ჩემი მანდ ჩამოსვლა, ახლა კი შენ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო“, – წერს მოქალაქე ლიკა ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

შენ წარსულში როგორ უნდა მოგიხსენიოთ გურო, რა დაუნდობელია ეს წუთისოფელი, რა გინდოდა სიკვდილო ამ ალაკმართალი ბიჭისგან. როგორ გინდოდა ჩემი მანდ ჩამოსვლა, ეხლა კი შენ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო.

Posted by Lika Bagashvili on კვირა, 08 მარტი, 2026

„ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა და გადმოვცე, რასაც განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ გამორჩეულად ნიჭიერი, კეთილი და უაღრესად ძვირფასი დედის შვილი და ვაჟკაცი იყავი, გურამ!

შენ ბევრი მიზანი და გეგმა გქონდა შესასრულებელი… სულ მახსენდება ჩვენი საუბრები, ჩვენი სამომავლო გეგმები… როგორი იმედიანი და მტკიცე იყო, მაგრამ ახლა? ახლა ყველა ფიქრი და სურვილი გამეყინა… აღარ ვიცი ამ რთულ სამყაროში როგორია ცხოვრება…

ვიცი, რომ შენნაირი ადამიანები ძალიან ცოტაა დედამიწაზე, იშვიათად რომ შეგხვდება ამ სამყაროში, მაგრამ რატომღაც უფლის ნება ასეთია… გული მეწვის ამ მწარე რეალობით, მაგრამ რა შეუძლია ადამიანს?… თანავუგრძნობ მთელი გულით მარინას, როგორ მენანები ასეთი ტკივილისთვის. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, გურამ“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე „ფეისბუკში“.

ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა და გადმოვცე რასაც განვიცდი მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა რომ გამორჩეულად ,ნიჭიერი,კეთილი და…

Posted by მაკო მაკო on ორშაბათი, 09 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g