LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჰქვია და სად ნახავთ თურქულ მელოდრამას, რომლის ნახვებმა ყველა რეკორდი მოხსნა

627
ბერენ-საატი

ეკრანებზე უკვე გამოვიდა გონენჯ უნიკის მიერ გადაღებული მელოდრამა „ბოლო რეისი სტამბოლში.“ ეს გახლავთ რომანტიკული მელოდრამა, რომელმაც 13 წლის შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს თურქული კინოს ვარსკვლავები, ბერენ საატი და კივანჩ თათლითუგი.

მსახიობების წყვილი წლებია საუკეთესოდ ითვლება, რადგან მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა რეიტინგულ თურქულ სერიალში „აკრძალული სიყვარული“. სერიალში მათი რომანი ტრაგიკულად, მთავარი გმირის გარდაცვალებით დასრულდა.

როგორც ახალი ფილმის შემქმნელები გვპირდებიან, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

სიუჟეტის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი, სტუდენტი გოგონა სერინია, რომელიც არდადეგებზე ნიუ-იორკიდან სტამბოლში მიფრინავს. ის რეისზე აგვიანებს, როცა აღმოაჩენს, რომ მისი ჩანთა და ტელეფონი დაიკარგა. ზუსტად ამავე სიტუაციაში აღმოჩნდება ამ რეისის კიდევ ერთი მგზავრი, მეჰმეტი. უცნობები ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან, ამ დროს თვითმფრინავი თურქეთში გაფრინდება, წყვილი კი, აეროპორტში რჩება. ის, რაც ზუსტად ვიცით, ფილმის ფინალი ბედნიერია. ამიტომ მას თამამად შეგიძლიათ უყუროთ.

ფილმი „ნეტფლიქსის“ პლატფორმაზე უკვე გამოვიდა და მისმა ნახვებმა, ყველა რეკორდი მოხსნა.

13 წლის წინ ტრაგიკულად დასრულებული სერიალის გმირებმა ახალ ფილმში ერთმანეთი ისევ იპოვეს, ამჯერად ბედნიერი ფინალით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები