LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იცის აბაშიძემ ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ – “ცოტაც მოიცადეთ,თქვენი კოლეგები მოდიან”

48

მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მივიდა. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

კითხვაზე – გამორიცხავს თუ არა, რომ პრემიერი შესაძლოა გადადგეს, აბაშიძემ ჟურნალისტებს მიმართა :

„მოიცადეთ ცოტა ხანს, ბარემ აქ ხართ, თქვენი კოლეგები მოდიან.“

მთავრობის პრესსამსახურში ამ დრომდე არ აკეთებენ განცხადებას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ან იგეგმება თუ არა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g