LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ხელების კანკალს, ფეხებში კრუნჩხვის შეგრძნებას და რა საკვები გვიშველის ამ დროს – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

1007
გიორგი-ღოღობერიძე

რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი. ამ თემაზე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა.

„ჰიპომაგნიმია ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს და ის ხშირად ვლინდება ხელების კანკალით და ფეხების კრუნჩხვით, ან აღგზნებადობით, არითმიებით და ა.შ, თუმცა კუნთების სპაზმი და ხელების ტრემორი, ყველაზე ხშირია.

აქვე მნიშვნელოვანია გაიხსენოთ, რომ თუ გაქვთ კუნთების კრუნჩხვა და ხელების კანკალი, ხომ არ გქონიათ ახლო პერიოდში ფაღარათი. ამ დროს ადამიანი კარგავს ელექტროლიტს და მათ შორის, მაგნიუმსაც. ხომ არ მიგიღიათ ალკოჰოლი, ისინი ასევე შარდმდენებია და ჩვენი სხეულიდან გამოაქვს ელექტროლიტები. ამიტომაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იწყება ტრემორი. ასევე გაიხსენთ, რომ არ სვამთ რაიმე წამალს, მაგალითად წნევის მარეგულირებელს, ეს საშუალებები არის შარდმდენი პრეპარატები და ამიტომ მათაც გამოაქვთ სხეულიდან მაგნიუმი.

შაქრიანი დიაბეტი ასევე ხშირი მიზეზია მაგნიუმის ნაკლებობის. მაგნიუმის შესავსებად არსებობს უამრავი საშუალება, რადგან თუ დეფიციტია, მისი შევსება მხოლოდ მედიკამენტის გზით ხდება. თუ ტრემორი და სპაზმი ხშირია, ეცადეთ მიეჩვიეთ მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღებას, ესაა ლობიო, თხილი, მზესუმზირა და ისპანახი”, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „3 დაავადება, რომელსაც კონდიციონერი იწვევს და როგორ მოაგვარო ისინი?” – რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

ვიდეო: „ბავშვები არ გააკაროთ“ – ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევა მშობლებს

11 რჩევა, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას წამლების გარეშე – გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლით სრულად დავამარცხეთ“ – გიორგი ღოღობერიძე კიდევ ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g