ქართული ოცნების დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა პრეზიდენტზე რეპლიკით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გაამხიარულა. დეპუტატმა კონსტიტუციაში პრემიერის ასაკის მითითება მოითხოვა.
“პრემიერის ასაკზე არ წერია არსად არაფერი და, თუკი იმას… რა ჯანდაბა … პრეზიდენტს ვაძლევთ ამხელა უფლებებს, აქ რატომ არ არის მითითებული”, – ენძელა მაჭავარიანმა.
მის რეპლიკას დარბაზში და თავად დეპუტატისგანაც სიცილი მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ენძელა მაჭავარიანს განუმარტა, რომ ასაკი კონსტიტუციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იწერება, თუ პირი პირდაპირი წესით ირჩევა.
https://www.youtube.com/watch?v=kPnANGhuWgU