თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ევროპის მოედანზე წარმოდგენილია ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
მეტეხის ხიდზე უძველესი ავტომობილებია გამოფენილი. განახლებულ ტიფლისში, აღმაშენებლის გამზირზე კი რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი.
თბილისობა დღეს გალა კონცერტით დასრულდება.