ილო ბეროშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი „იმედის დილის“ წყვილია. ისინი ეთერში ახლახან დასხდნენ და მაყურებლის გასამხიარულებლად პიკანტურ ამბებსაც არ ერიდებიან. ეს ვიდეო ახლახან გავრცელდა „იმედის“ საიტზე. გადაცემის მიმდინარეობისას, სანამ ექიმის რუბრიკის მორიგი სიუჟეტი გავიდოდა, რომელიც პირველად დახმარებას ეძღვნებოდა, ილო ბეროშვილმა რამდენჯერმე დაჟინებით სთხოვა თაკო ჩორგოლაშვილს, მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თაკომ გადაწყვიტა, მისთვის გულის მასაჟის იმიტაცია გაეკეთებინა. ილომ კი მყისვე მიუთითა: „აქ კი არა, ტუჩებში გამიკეტე ხლელოვნური სუნთქვა…“ ვიდეოში ნახავთ, როგორი რეაქცია ჰქონდა თანამწამყვანის ამ მოთხოვნაზე „იმედელ“ ლამაზმანს.
ფაქტია, რომ მათი წყვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. თაკო ახლახან დაშორდა თავის მეუღლეს, რომელთან ერთადაც ორი წელი გაატარა, ილო ბეროშვილის პირადი ცხოვრების შესახებ კი საკმაოდ ბევრია ცნობილი. მისი ყოფილი მეუღლე ნელი აგირბა გახლავთ, „რუსთავი 2“-ის დღის „კურიერის“ წამყვანი, წყვილს ორი შვილი ჰყავს, დაშორებული არიან, თუმცა ილო ინტერვიუებში სულ ამბობს, რომ ნელი კვლავ უყვარს. ასეა თუ ისე, ისინი ამ ეტაპზე ერთად აღარ არიან, ილო და თაკოც თავისუფლები არიან და საზოგადოებას ჭორაობის კარგი საბაბი მიეცემა თუნდაც ამ ვიდეოთი მათზე…
