LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება რეალში: ვილა დაბრუნდა, უნიონი პირველად – ამბები მოკლედ (ვიდეო)

84
rue1d359b3e7a

„მილანი“ ჯენარო გატუზოს გაუშვებს. მწვრთნელი უარს იტყვის ხელფასის 90%-ზე, რომელიც უნდა აეღო.

გატუზომ შესაძლოა „ფიორენტინა“ ან „სამპდორია“ ჩაიბაროს.

„ბარსელონამ“ შესაძლოა უარი თქვას დე ლიგტისა და გრიზმანის ტრანსფერებზე.

 

ფლორენტინო პერესი: „არასოდეს არ მქონია პრობლემები რონალდოსთან. ფულის გამოც კი“.

ფლორენტინო პერესი: „იმედი მაქვს, რომ აზარი „რეალში“ წელს გადმოვა“.

COPE: სერხიო რამოსს პერესთან საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა.
რამოსს ჩინეთიდან სარფიანი წინადადება აქვს, კლუბს მისი უფასოდ გაშვება არ უნდა.

 

ჰარი კეინი ლიგის ფინალზე: „5-10 წლის წინ „ტოტენჰემი“ ამაზე ვერც იოცნებებდა“.

„უნიონ ბერლინი“ პირველად გადავიდა ბუნდესლიგაში. ბერლინელებმა გადათამაშებაში „შტუტგარტი“ დაამარცხეს (2:2 და 0:0).

„ასტონ ვილამ“ ლემპარდის „დერბი“ დაამარცხა და პრემიერლიგაში დაბრუნდა სამი წლის შემდეგ.

ვილაშ-ბოაში 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს „მარსელთან“. წლიური ანაზღაურება 7.2 მლნ ევროა.

კანტე ევროპის ლიგის ფინალს გამოტოვებს, მან მუხლის ტრავმა მიიღო.

იოვიჩი, ლევანდოვსკი და ტრაპი FIFA 19-ის ბუნდესლიგის სეზონის გუნდში მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები