LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

248
რიკოთის გვირაბი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს 19:00 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, იმოძრავებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი.

მათივე ცნობით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„დღეს, დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამ ეტაპზე, აღმოსვლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია დილის 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს.

ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g