LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება საპატრიარქოსთან, სადაც წმინდა სინოდის სხდომისთვის ემზადებიან – ადგილზე რკინის ჯებირები მიიტანეს (ფოტო)

261
456

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს . ადგილზე რკინის ჯებირები მიიტანეს, რომლითაც მედიასა და სინოდის წევრებს შორის კომუნიკაცია შეიზღუდება.

სინოდის წევრები საპატრიაქროსთან იკრიბებიან. უსაფრთხობების ზომები გაამკაცრებულია. ადგილზე სახელმწიფო სამსახურის დაცვის თანამშრომლები არიან ობილიზებული.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სინოდის დანიშვნის გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ სხდომას პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ ბოდბის ეპისკოპოს იაკობის სკანდალური განცხადება უძღოდა. 

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა (ფოტო)

ბოდბელი ეპისკოპოსი საიდუმლო შეხვედრას პრემიერის კაბინეტში ადასტურებს.

მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, გიორგი გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სასულიერო პირისგან პატრიარქის გადაყენებაში დახმარება ითხოვეს.

ამ განცხადებების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მან პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობდა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g