LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება სარფის საბაჟოზე?

272

ამ ეტაპზე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კვლავ შეზღუდვებია.

როგორც ”ფორტუნას” შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, შეზღუდვები კვლავ ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

”რამდენი ხანი გასტანს შეფერხება არ ვიცით. როგორც თურქი მებაჟეები ჩვენ თანამშრომლებს ეუბნებიან, ისინი ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით, თურქეთის მიმართულებით მოქალაქეებს არ უშვებენ”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, ღამის განმავლობაში, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით 300-მდე ქვეითად მოსიარულე ქართველი გამოატარეს.

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.

შემოსავლების სამსახურიდან”ფორტუნას” თურქეთის საკონსულოზე დაყრდნობით აცნობეს, რომ თურქეთს მსგავსი პრობლემა ყველა ქვეყნის საბაჟოსთან აქვს.

”ისინი ამბობენ, რომ მათ სისტემური პრობლემა აქვთ პასპორტების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. სისტემა აიდენტიფიცირებს მხოლოდ თურქეთის პასპორტებს. მარტო საქართველოს კი არა, სხვა ქვეყნის მოქალაქეების დოკუმენტებსაც ვერ აიდენტიფიცირებენ”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შეფერხება თურქეთის საბაჟოზე გუშინ დილიდანაც იყო. დღის მეორე ნახევრიდან, თურქმა მებაჟეებმა მოქალაქეების საზღვარზე გადაშვება დაიწყეს. მიზეზად გუშინაც ტექნიკური შეფერხება დასახელდა.

magti 5g