LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება სინამდვილეში ბრედ პიტსა და ჯენიფერ ენისტონს შორის

52

გასულ კვირას, ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ დაშორების შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მიზეზად ენისტონისა და მისი ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის მეგობრობა სახელდება, რომელიც ამ უკანასკნელის ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ აღდგა. პიტისა და ენისტონის თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ წყვილი, რომელიც 13 წლის წინ ჯოლიმ დააშორა, შერიგდება.

თუმცა წყვილთან დაახლოებული წყაროს თქმით, ჯენიფერი და ბრედი ერთმანეთს არც ისე ხშირად ეკონტაქტებიან, ხოლო მიმოწერა იშვიათად აქვთ, როდესაც რომელიმე დიდი პროექტის დაწყების წინ ისინი ერთმანეთს წარმატებებს უსურვებენ.

შეგახსენებთ,  რომ პიტი და ენისტონი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ, როდესაც ბრედმა „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე ანჯელინა ჯოლი გაიცნო. 2016 წლის სექტემბერში ერთმანეთს ჯოლი-პიტიც დაშორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები