LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხელისუფლება ხარ, თუ იმასაც ვერ ახერხებ შენი მეფის შვილის ჩანაწერები არ გაგიყალბონ, რა ჯანდაბას აკეთებ? – ბურჯანაძე

354
nino da bera

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს.

„რა ხელისუფლება ხარ, ვაქცინა ვერ შემოგაქვს, ეკონომიკას ვერ უვლი, ოპოზიციას ვერ უვლი, ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს, გიქვეყნებს და შენ, რა ჯანდაბას აკეთებ, ხელისუფლება რომ ხარ? თუ ვერაფერს აკეთებ და იმასაც ვერ ახერხებ შენი მეფის შვილის ჩანაწერები არ გაგიყალბონ და გამოგიქვეყნონ, თუ გაყალბებულია, რა ჯანდაბას აკეთებ? “ -აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა შეცვალოს.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც.

მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია საქმე“, -აცხადებს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g