LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კომბინაციური სამუშაოები ტარდება სხეულზე რელიეფური კანის დროს – სილამაზის აკადემია

36
შალვა-აბულაძე

რა კომბინაციური სამუშაოები ტარდება სხეულზე რელიეფური კანის დროს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.

რამდენიმე წელია ჩვენი მეთოდი ითვალისწინებს კომბინირებული მუშაობის მეთოდს. თითოეული პაციენტისთვის პროგრამა დგება ინდივიდუალურად და წინასწარ განისაზღვრება როგორც პროცედურების რაოდენობა, ასევე ინტენსივობა.

რომელი მიდგომით იწყებთ მუშაობას?

იმისთვის, რომ ცხიმის დაშლა დავიწყოთ, საჭიროა გამოვიყენოთ კავიტაცია, იგივე ულტრა ბგერა K40 სიხშირის. კავიტაციის შემდეგ სხეულზე კეთდება მასაჟი, როგორც ანტი ცელულიტური, ასევე ლიმფოდრენაჟი. პროცედურის ბოლოს პაციენტი ისვენებს და დუნდება პრესო თერაპიაში, სადაც ხდება ლიმფის გააქტიურება.

მე-4 პროცედურიდან კავიტაციას საჭიროებისამებრ ემატება 6 და 12 შრიანი RF-ი, იგივე რადიო ტალღა, რომელიც გვეხმარება კანის გამკვრივებაში.

მე-6 პროცედურიდან გვაქვს სიახლე და პროცედურებს დაემატა ენდოსფერო, რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვიბრაციით და როლერის დახმარებით მივიღოთ კარგი შედეგი.

 რას გულისხმობს ენდოსფერო?

უშუალოდ ენდოსფერო, ისევე როგორც წინარე აპარატურა გულისხმობს არაინვაზიურ პროცედურებს. ენდოსფერო არც თუ ისე დიდი ხანია შემოვიდა ჩვენთან.

ენდოსფერო სრულყოფილი აპარატია და მისი გამოყენება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი. ის აქტიურად გვეხმარება შემდეგში:

  • ჯიუტი ცხიმის დაგროვებების წინააღმდეგ ბრძოლა, სხეულის მოცულობის შემცირება;
  • დასუსტებული და გაწელილი კანის დაჭიმვა;
  • ყველა სახის ცელულიტის, მათ შორის ფიბროზული ცელულიტის მკურნალობა;
  • ლიმფის შეგუბების, ვენური შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნა და ლიმფური დრენაჟი;
  • ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების სპაზმებისა და ტკივილის (მიალგია) მოხსნა, კუნთების ტონუსის ნორმალიზება;
  • ენდოსფერული თერაპიის დროს, მექანიკურ და ვიბრაციულ მოქმედებასთან სინქრონულად, ტარდება ძველი ეპიდერმული უჯრედების მოცილება და კანის პილინგი.

რატო ხდება საჭირო ასეთი ღრმა სამუშაოს შესრულება და ჭირდება თუ არა ყველას მსგავსი ჩარევა?

რა თქმა უნდა არა. ამიტომაც ჩვენ ყველა პაციენტთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად. ძირითადად ვცდილობთ პაციენტს შევურჩიოთ მისთვის სასურველი დრო. თითო პროცედურა თავისთავად გრძელდება არა ნაკლებ 2 საათისა. კეთდება კვირაში ერთი ან მაქსიმუმ 2 შეხვედრა.

რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს პროცედურების მიმდინარეობისას?

ძნელად თუ ვიპოვით ადამიანს ვინც ზუსტად არ იცის რა არის სწორი კვება თეორიულად, მარტივად რომ ვთქვათ, ვთხოვთ დაიცვან. ასევე სასურველია ალკოჰოლური სასმლის მიღებისგან თავის შეკავება, ძილის რეჟიმის შეძლებისდაგვარად მოწესრიგება, წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, სეზონური ხილის დაბალანსებულად მიღება, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ადამიანს ასევე ვურჩევთ რამდენიმე წუთი ქვედა კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსებას 10 წუთით.

თუ გვინდა ჩვენი სხეული გვემსახუროს დიდხანს, ცოტა დრო უნდა დავუთმოთ, რადგან შევუნარჩუნოთ როგორც სილამაზე ასევე ჯანმრთელობა და შეძლებისდაგვარად ვიყოთ ფორმაში.

 ბოლო კითხვა, რას ითვალისწინებს არაინვაზიური მეთოდი?

დროსთან ერთად ყველაფერი განვითარდა, მათ შორის ესთეტიკური მედიცინა. ბოლო 15 წელია საქართველოშიც დაინერგა ეს პროცედურები და წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან კურსი არც თუ ისე დიდ დროს მოიცავს, არ საჭიროებს მუდმივად ერთ ადგილზე ყოფნის აუცილებლობას, არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი. ყველა ამ სერვისის მომხმარებელი პროცედურიდან პროცედურამდე გრძნობს შედეგს და ხედავს ცვლილებებს სხეულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები