LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მაგარია როცა ცდუნება არ გიქვეითებს სწორი აზროვნების ფუნქციას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი აჩი არველაძეზე

247
ნანუკა ჟორჟოლიანი, აჩი არველაძე

„რა მაგარია როცა ცდუნება არ გიქვეითებს სწორი აზროვნების ფუნქციას“, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ არქივიდან ფეხბურთელ აჩი არველაძის ინტერვიუს.

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა, რომელშიც ორი მოქმედი სპორტსმენი – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი არიან, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება აჩი არველაძის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც სპორტსმენი პოლიტიკაში არ წასვლის გადაწყვეტილებას განმარტავს.

ლაშა ტალახაძე: „გადავწყვიტე, ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპაში ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს“

გენო პეტრიაშვილი: ვეცდები, ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს…ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება

„ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს ისე, რომ პოლიტიკაში წავიდე“ – ამბობს აჩი არველაძე აღნიშნულ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g