LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მიიღო ომის შედეგად პუტინმა: დახოცილი გენერლები, განადგურებული ტექნიკა და რეპუტაცია, უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისგან ყვავილების ნაცვლად პანღური“ – მამუკა გამყრელიძე

1052
Russian President Vladimir Putin attends a meeting with the head of Russia's Union of Industrialists and Entrepreneurs, a big business lobby group, at the Kremlin in Moscow on March 2, 2022. (Photo by Mikhail Klimentyev / SPUTNIK / AFP) (Photo by MIKHAIL KLIMENTYEV/SPUTNIK/AFP via Getty Images)

“ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომზე წერს და იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომის შედეგად მიიღო.

“ჩამოვყაროთ “იტოგში” პუტინმა რა მიიღო:

  1. უკრაინის “დენაციფიკაციის” ნაცვლად ერთ მუშტად შეკრული ნაცია;
  2. დემილიტარიზაციის ნაცვლად კბილებამდე შეიარაღებული და ომში გამობრძმედილი ჯარი;
  3. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისგან ყვავილების ნაცვლად პანღური;
  4. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების ნაცვლად შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობის პერსპექტივით;
  5. დემორალიზებული ჯარი და დახოცილი გენერლები;
  6. ათასობით განადგურებული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, რომლის ჩანაცვლების საშუალება არ აქვს;
  7. გაშიშვლებული კორუპცია და ინტელექტუალური პრობლემები ჯარსა და დაზვერვაში;
  8. პრობლემები სამხედრო ტექნოლოგიებში და მაკომპლექტებელ ნაწილებში;
  9. პრობლემები ეკონომიკასა და ფინანსებში;
  10. განადგურებული რეპუტაცია;
  11. უბრალო ადამიანების ზიზღი და მიუღებლობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
  12. საკუთარი მესიანური იდეოლოგიის სრული კრახი, დამცირება და ისტორიაში მკვლელის სახელით შესვლა.

და ეს მაშინ, როცა ჰქონდა პატივისცემა, უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა, განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები.

აი, რათა მერე, რათა ???”,- წერს გამყრელიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g