LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიზეზების გამო აკეთებს თურქეთის კურორტებზე არჩევანს გვანცა დარასელია: „უცნაური შეგრძნება არ არის, რომ ეთერისთვის არ ვემზადები…“

598
გვანცა დარასელია

გვანცა დარასელიამ წელს ერთი კვირით დიდ სამეგობროსთან და ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კურორტს მიაშურა, სადაც საინტერესოდ დასვენება და გართობა მოახერხა. ყველაზე მთავარი მისთვის ის ახალი გამოცდილებაა, რომლებიც შვილებთან ერთად შეიძინა… fortuna.ge-სთან დასვენების შესახებ ისაუბრა და ჩვენს კითხვებს უპასუხა.

გვანცა, როგორ შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი?

სასტუმროს ხარისხის მიხედვით. ვინაიდან ძალიან დიდი ჯგუფი ვიყავით წასული, ყველა გემოვნებისთვის უნდა შეგვერჩია, ყველა ასაკის ბავშვი გვახლდა და შევარჩიეთ ისე, რომ ყველა ჩვენგანს მოსწონებოდა. შესაბამისად, უკვე მესამე წელია, ერთკვირიან გასვლას თურქეთში ვგეგმავთ ხოლმე.

დასასვენებელი ლოკაციის შერჩევისას რა კრიტერიუმებს ითვალისწინებ ხოლმე?

ძირითადი მიზეზი, რის გამოც თურქეთზე ვაკეთებთ ხოლმე არჩევანს, არის გარანტირებული ამინდი და გარემო, სადაც ზუსტად იცი, რა გხვდება, ამიტომ აჭარაში დასვენება ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია ამ თვალსაზრისით, თან, ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ მირჩევნია, მთელი წლის განმავლობაში გავაკეთო რაღაც დანაზოგი და ვიცოდე, რომ დავისვენებ ისე, როგორც შეეფერება გადახდილ ბიუჯეტს. თან, იმდენად ბევრი გასართობია ერთ სივრცეში ბავშვებისთვის, რომ მშობელიც და ბავშვიც ახერხებს დასვენებას, ამიტომ ვარჩევთ ხოლმე თურქეთს, თუმცა მაინც მგონია, რომ მომავალი წლისთვის სხვანაირ გეგმებს დავსახავ.

როგორი თქვენი დასვენების დღეები ერთად?

ძალიან კარგად – ბავშვების გასართობებიც მიყვარს, მომწონს, როგორ ერთობიან, მათთან ერთად ვხტუნავ ზღვაში, ვსრიალებ აკვაპარკში, ლილე პატარაა და ბევრი ახალი გამოცდილება აქვს ისეთი, რაც ერეკლეს უკვე გამოუცდია. ძალიან მიყვარს, როცა შვილებს რაღაც ახალს ვაზიარებ. მაგალითად, წელს მე და ლილეს გვქონდა ძალიან კარგი ორი ეპიზოდი, წყლის სათვალეებით ვყვინთავდით ზღვაში, ვაკვირდებოდით თევზებს. ეს ძალიან კარგი მოგონებაა ჩემთვისაც და ლილესთვისაც, ბუნებასთან კონტაქტი სახალისო მომენტებით…

„რუსთავი 2“-იდან წამოსვლის შემდეგ როგორია შენი გეგმები სასექტემბროდ? არის თუ არა უცნაური შეგრძნება, რომ პირველად არ ემზადები ახალი სეზონისთვის?

გეგმები დასახული არ მაქვს. ძალიან მინდა, რომ დავისვენო რაღაც პერიოდის განმავლობაში. უცნაური შეგრძნება არ არის, რომ ეთერისთვის არ ვემზადები, რადგან ძალიან გააზრებული გადაწყვეტილება იყო და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ ამ ეტაპზე. თან, ჩემი ზაფხული ჯერ არ დასრულებულა, რადგან გეზი მაქვს ევროპისკენ. ჩემს დაბადების დღეს არ ვხვდები საქართველოში, ვხვდები ევროპაში და კიდევ თავგადასავალი მაქვს წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g