LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა მოხდა რეალურად კივი-კაფეში” – სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება

115

ვეგანურ კაფეში მომხდართან დაკავშირებით „იუთუბზე“ კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ „კივიში“ შესულ ადამიანებს თავად კაფეში მყოფები აგრესიულად ხვდებიან. ვიდეო მომხმარებელმა ალეკო კაპანაძემ გაავრცელდა, ტექსტში კი აღნიშნულია, რომ ახლა „ანარქო-ვეგანების ჯერია დაამტკიცონ, რომ მწვადებს ისროდნენ და ყვიროდნენ, იგინებოდნენ და ა.შ.“
„ვერ დაამტკიცებენ, რადგან ტყუილია. ისე, მწვადებით და სოსიების შეტანა არაა კანონდარღვევა,“ – აღნიშნავს ვიდეოს ავტორი.

“კივიზე“ თავდასხმა 29 მაისს მოხდა. კაფეში მყოფი ადამიანების ინფორმაციით, ულტრანაციონალისტები სოსისებითა და მწვადებით შეიჭრნენ კაფეში და იქ მყოფ პირებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ცემის ფაქტზე საქმეა აღძრული. მომხდართან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

https://www.youtube.com/watch?v=HSdtCNXwr_c

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები