Google-ის საძიებო სისტემამ ფილმის Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერასთან დაკავშირებით ახალი ფუნქცია დაამატა.
მომხმარებლები, რომლებიც საძიებო სისტემაში ფილმის გმირის სახელს – Thanos-ს მოძებნიან და “უსასრულობის ხელთათმანის” გამოსახულებას დააჭერენ, Google-ის საძიებო გვერდის შედეგები მთლიანად გაქრება, ხელთათმანზე ხელმეორედ დაჭერის შემთხვევაში კი შედეგები ისევ გვერდზე დაბრუნდება.