ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ – TechRadar ჩაატარა ტესტი, რომელიც Apple-ის ახალ გაჯეტს შეეხო. ვიდეოში, რომელიც IT გამოცემამ საკუთარ არხზე ატვირთა, კარგად ჩანს, თუ როგორ იშლება და ლღვება iPhone 7-ის კორპუსი.
მსგავსი ტიპის ვიდეოების დანიშნულება, ხშირად, მწარმოებლის მიერ გამოყენებული მატერიალის შემოწმებაა. რამდენად უძლებს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს. როგორც ჩანს, მოწყობილობის ყველაზე სუსტი დეტალი, მისი ტრადიციული Home Button-ია, რომელის ქვემოთ ანაბეჭდების სენსორია დამაგრებული. პირველ რიგში აღნიშნული ტექნოლოგიის დესტრუქცია დაიწყო, რასაც მოჰყვა გაჯეტის კორპუსის უკანა პანელის ლღობა.
საბოლოო შედეგის სანახავად იხილეთ ვიდეო: