ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და აქტუალური საკითხები, რაც დღეს ბიზნესს აწუხებს – ეს ის მთავარი თემებია, რაზეც პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან და კომპანიებთან შეხვედრისას ისაუბრებს. მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრების მოსაზრებებს მოისმენს. შეხევდრას ნათია თურნავა და ივანე მაჭავარიანიც დაესწრებიან.
ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, დიალოგის ფორმატში კომპანიების წარმომდგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს მთავრობის პირველი პირებისგან მიიღონ პასუხები იმ საკითხებსა და თემებზე, რომელიც, მათი აზრით, საქართველოში ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს.
შეხვედრა სასტუმრო “ბილთმორში“ 14:00 საათზე დაიწყება.