LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები აქვთ საინჟინრო ბიზნესში დასაქმებულ კომპანიებს?

50

საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ  კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ახალი პირობები გააცნეს.

როგორც ”ფორტუნას” სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე, საინჟინრო მომსახურების ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებულებს აწუხებთ.

„ჩვენი წინა შეხვედრები შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან მივიღეთ  ის გადაწყვეტილებები, რომელიც დასაქმებულთა  მიერ წარმოდგენილ პრობლემურ საკითხებს ეხებოდა. საუბარია თანხების გადახდასა და საჯარიმო სანქციებზე. ჩვენს მიერ გამოცემულია რეკომენდაციები და მიმდინარეობს არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით სიახლეები, რომელიც ეხებოდა ორეტაპიანი ტენდერის გამოცხადებას. მნიშვნელოვანი იყო ამხანაგობების თემა, კერძოდ, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ,  შეამხანაგდნენ და კონკრეტულად გაწერილი პირობების საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში. ასევე, რეკომანდაცია გაიცა შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, რათა სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში გაითვალისწინონ არა მხოლოდ კომპანიის გამოცდილება, არამედ კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიონალიზმი“, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისივე  განცხადებით,  სააგენტოში ინერგება სიახლეები, რომელიც იქნება დიდი რევოლუციური ნაბიჯი შესყიდვების სფეროში, პროექტირების, მშენებლობის, ტენდერის ხარისხიანად ჩატარების კუთხით.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზბესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე. ასევე,  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  ამასთან, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შემდეგი, რიგით მეათე შეხვედრა ჩატარდება  14 სექტემბერს და მოწვეულები იქნებიან სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g