LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ძრავს და რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის შეძენამდე?

377

გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი სოსო პავლიაშვილი ესტუმრა.

– BMW-სა და Mercedes-ს საქართველოში ბევრი მომხმარებელი ყავს. ჩვენთან ძირითადად მეორადი ავტომობილებია შემოსული. განვიხილოთ მათი ძრავები, რომელია ყველაზე პრობლემური?

– ავიღოთ 4 ცილინდრიანი ე.წ. ”ვალტრონიკიანი” ძრავი, რომელიც იწყებს ბოლვას, ზეთის კლებას. როგორც წესი, 1000 კილომეტრზე ლიტრს მაინც იმატებს. ძრავი ძალიან მარტივად იცვითება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ძრავი აღარ კეთდება, თუმცა ეს ასე არაა. როდესაც ძრავს ”სალინკების” პრობლემა აქვს, ამ დროს ძრავის ცეპიც უნდა შეიცვალოს. შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდება. როგორც წესი, ამ ყველაფრის შეცვლა 60 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ ხდება საჭირო.

– რაც შეეხება BMW-ს ძრავებს, კიდევ სხვა რა პრობლემები აქვთ?

– მათ ძალიან ბევრი პრობლემები შეიძლება ქონდეთ. განსაკუთრებით, მაშინ, როცა გაზს აყენებენ. ეს ძრავზე ძალიან ცუდად აისახება. აფუჭებს ყველაფერს, ამიტომ მისი დაყენება არ არის რეკომენდირებული.

– რამდენად რთული პროცედურაა სარქველების ჩობალების შეცვლა?

– ეს საკმაოდ შრომატევადია, ხშირად ძრავი მთლიანად უნდა ამოიღო. მაშინ, როცა ”კლაპნის სალნიკები” ხმება, ზედა ხუფიც ზიანდება. კომპლექტი მთლიანად უნდა შეიცვალოს. ეს ეხება როგორც ძველ, ასევე ახალ ძრავებს.

– თანამედროვე ძრავები საკმაოდ გართულებულია, ძალიან ბევრი ელექტრონიკაა დამატებული. ამ დროს პრობლემის აღმოჩენაც რთულდება. სპეციალისტებსაც მეტი მუშაობა გიწევთ..

– კი ძალიან რთულია. იმისათვის, რომ ერთი დეტალი გააკეთო, შეიძლება 15-ის მოხსნა დაგჭირდეს. შეიძლება ძრავის მთლიანად ამოღება მოგიწიოს. ხშირ შემთხვევაში, მიზეზი ძრავის ზეთი ხდება, რომელსაც არასწორად ასხამენ. სინთეთიკა და მინერალი ერთმანეთში ირევა. ძრავს ეწყება პრობლემები. ამ დროს მთავარი ზეთის ფილტრია, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

 – რას ურჩევდი იმ ადამიანებს ვისაც სურს, რომ BMW-ს მფლობელი გახდეს?

– აუცილებლად მიაქციონ ყურადღება ავტომობილის გარბენს. შემდეგ მანქანა მიიყვანონ წესიერ ხელოსანთან და ძრავი კარგად შეამოწმონ. როგორც წესი, ყველა ძრავს რაღაც ქარხნული დეფექტი აქვს. ასევე, რაც უფრო დიდია ძრავი, უფრო მეტი პრობლემა და ხარჯი ექნება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გაზის გამო უფრო დიდ ძრავებს ეტანებიან, რაც უფრო მეტ პრობლემას წარმოქმნის.

 

მოისმინეთ გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები