რა პრობლემებს იწვევს უკბილობა და რას სთავაზობს პაციენტებს ესთეტიკური სტომატოლოგია – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელმა მარიკა კუბლაშვილმა ისაუბრა.
რა პრობლემებს იწვევს უკბილობა?
ჩამონათვალი ძალიან დიდია, თუნდაც ერთეული კბილის დანაკარგი მოზარდ ასაკში იწვევს დიდ პრობლემას. ხდება კბილთა რკალის დეფორმაციები, ვითარდება სახის ასიმეტრიები, რაც იწვევს ჩონჩხოვანი ძვლის ჩამორჩენას. რეაბილიტაციის და მკურნალობის პროცესი საკმაოდ რთულდება უკბილობის დროს, შესაბამისად დროული მიმართვიანობა ექიმთან, მკურნალობის სწორად დაგეგმარება უმნიშვნელოვანეს.
რა შესაძლებლობებს იძლევა დენტალური იმპლანტაცია?
ერთეული თუ ტოტალური უკბილობის დროს ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესია და ბევრ უპირატესობას იძლევა. ძვლის განლევის პროცესში, იმპლანტის გარშემო ძვალი აღარ განილევა. თუ საუბარია ტოტალურ უკბილობაზე, ასეთ შემთხვევაში დენტალური იმპლანტაცია საშუალებას გვაძლევს ესთეტიურად გამართული კონსტრუქციით ჩავანაცვლოთ კბილები.
ასაკობრივი შეზღუდვა რა თქმა უნდა აქვს. სასურველი ასაკია 18 წლიდან ზევით.
ძალიან მოთხოვნადია ჰოლივუდის ღიმილი, თქვენ რას სთავაზობთ პაციენტებს?
ესთეტიური სტომატოლოგია განვითარებადი დარგია, ბოლო პერიოდის ტენდენციები არის უფრო ბუნებრივობისკენ მიმართული. თუ პაციენტს უნდა ესთეტიური ღიმილის გაუმჯობესება, ვთავაზობთ ვინირებისა და გვირგვინების მეშვეობით. ლამაზი ღიმილის შექმნა არ უნდა გულისხმობდეს კბილების დაზიანებას. დენტალური მიკროსკოპი საკმაოდ ადიდებს სამუშაო არეალს, მაქსიმალურად იცავს კბილებს ზედმეტი დამუშავებისგან და მზადდება საკმაოდ თხელი კონსტრუქციები.