LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურის ჩატარებაა რეკომენდებული ჭარბოფლიანობის დროს – სილამაზის აკადემია

20
მაია-გუმბერიძე

რა პროცედურის ჩატარებაა რეკომენდებული ჰიპერჰიდროზის, იგივე ჭარბოფლიანობის დროს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა, ინექციონისტმა მაია გუმბერიძემ ისაუბრა.

რა პროცედურის ჩატარებაა რეკომენდებული ჰიპერჰიდროზის დროს?

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ესთეტიკურ მედიცინაში არის ბოტულინოთერპია. ეს პროცედურაა განსაკუთრებით პრაქტიკულია ზაფხულში, ჭარბოფლიანობის დროს. ბოტულინოტოქსინით ხდება სწორედ ჭარბოფლიანობის მკურნალობა, 9-10 თვის განმავლობაში პაციენტი თავისუფალია ჰიპერჰიდროზისგან. ტოქსინი კეთდება ხელების ზონაზე, იღლიის ფოსოში…

რაც შეეხება სახის ზონას, არსებობს მოსაზრება, რომ ბოტულინოტოქსინი აშეშებს მიმიკას, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან თუ სწორად შეირჩევა ერთეულების რაოდენობა ტოქსინი სწორად მუშაობს.

მაიკო, ზაფხულის პერიოდში რა პროცედურების ჩატარებაა აუცილებელი კანისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს კანის დატენიანება, როგორც მზეზე გასვლის წინ, ასევე გარუჯვის შემდეგ, რათა კანი გამოიყურებოდეს ჯანსაღად. კანის დატენიანების შემდეგ სახის ფერი შეცვლილია და აქვს ლიფტინგის ეფექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები