LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობს და რამდენს ხარჯავს შვილების განათლებაში ირაკლი კობახიძე

3176
კობახიძე

ბოლო წლების განმავლობაში ირაკლი კობახიძე არ კარგავს აქტუალურობას. განხილვის საგანი პოლიტიკური განცხადებების მიღმა ხშირად სხვა საკითხებიც ხდება – ზოგს მისი მუსიკალური წარსული მოსწონს, ზოგიც ვარცხნილობის გამო აკრიტიკებს.

როგორია რეალურად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, რადგან ის როგორც წესი, პირად ინტერვიუებს თავს არიდებს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

კობახიძის რეალური ამბები შეიძლება ამოვიკითხოთ, მის დეკლარაციაში.

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 18 იანვარს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძეს ჰყავს პროფესორი მეუღლე ნატალია მოწონელიძე, რომელიც რუმინეთში, კერძოდ, ბუქარესტშია დაბადებული.

 

 

ჰყავს 2 შვილი – გიორგი, რომელიც 2011 წელს დაიბადა და ნიკო, რომელიც 2014 წელსაა დაბადებული.

დეკლარაციის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი და  157.8 კვ.მ. ბინა. ორივე საჩუქარი მან 2016 წელს მიიღო.

ირაკლი კობახიძეს ჰყავს ავტომობილი Mercedes-Benz SClass 2014, რომელიც 2020 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.

კობახიძის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის შევსების დროს პოლიტიკოსის ანგარიშზე „თიბისი ბანკში“ 60 ათასი დოლარი ერიცხებოდა, საკრედიტო ბარათზე კი 1 104.52  ლარი ფიქსირდებოდა.

 

 

ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამ საქმიანობაში 2021 წელს 13 989,6 ლარი მიიღო,

ხოლო პარლამენტში მუშაობის პერიოდში ერთი წლის განმავლობაში 63 580,32 ლარის სარგო მიიღო.

კობახიძის უფროსი შვილის სწავლის გადასახადმა გასულ წელს  10 057,59 ლარი შეადგინა.

ხოლო უმცროსი შვილის განათლებაში პოლიტიკოსმა  წლიურად 8 398,02 ლარი გადაიხადა.

მეუღლე ნატალია მოწონელიძე თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია, გასულ წელს 11472 ლარი ჩაერიცხა.

ის ასევე მუშაობს სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში, სადაც მას თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია. აღნიშნულ პოზიციაზე, მოწონელიძის ანაზღაურებამ გასულ წელს  48 851,74 ლარი შეადგინა.

 

 

რამდენჯერმე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე მეუღლეს დაშორდა, თუმცა ამის შესახებ წყვილს არ უსაუბრია და დეკლარაციის მიხედვითაც ისინი ერთად არიან.

ირაკლი კობახიძის ოჯახური ფოტოებიც ვრცელდება.

 

ასევე შეგიძლიათ, ნახოთ:

რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრი, ვინ არის მისი მეუღლე და რატომ დაუფინანსა უცხოეთში სწავლა სააკაშვილმა – რატი ბრეგაძის უცნობი ამბები

რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს

ვინ არის და რა ქონებას ფლობს „ოცნების“ მე-14 ნომერი – მაკა ბოჭორიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g