„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან გუშინ პოლიტიკური აქცია გაიმართა. ახალგაზრდები სრული სერიოზულობით ითხოვდნენ ტელეწამყვან ეკა ხოფერიას გადადგომას. როგორც ჩანს, ის რომელიმე პოლიტიკურ ლიდერში აერიათ.
ამ ვიდეომ, პირველ რიგში, თავად მთავარი გმირი გაახალისა. ეკამ სიუჟეტი გააზიარა, სადაც მის გადადგომას ითხოვენ და დაწერა: „ვითხოვთ ეკა ხოფერიას გადადგომას!) დილა უნდა მეწყებოდეს ასე“.
ეკას კედელზე სოციალურ ქსელში ბევრმა მეგობარმა დაუწერა სახუმარო პოსტები ამ თემაზე. მათ შორისაა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია:
„Eka Khoperia შენს გადადგომას ითხოვდნენ აქციით, აგერ ახლა გავიგე და ვიცინო თუ ვიტირო?????❤❤❤❤❤ ,,გადადგეს ეკა ხოფერიაო,,?შეაჩეროს აქტივობაო “.
„გადადექი, შენ კიდე, რა მოგივიდა“, წერს რეჟისორი დათო იმედაშვილი.
ოთო აბესაძე კი ეკასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „პირსისხლიანო…“