საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შევიდა.
დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები დაწესდა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე, ასევე 19 ივლისიდან ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება.
ახალი რეგულაციები სპორტულ ტურნირებსა და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსაც შეეხო, რომლის თანახმად პირები შეჯიბრებებსა და სასწავლო შეკრებებზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მეშვეობთ დაიშვებიან.