LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საჩუქარს გაუკეთებს ზურა ბაკურაძეს ზურა ხაჩიძე – „ზურას სახელის უკვდავსაყოფად…“

16085
xachidzenews

ზურა ხაჩიძე „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალებას ეხმიანება და გამოდის ინიციატივით, რომ დაწესდეს მისი სახელობის ფოლკლორის ფესტივალი.

გთავაზობთ ზურა ხაიჩიძის პოსტს ამ თემაზე:

„მეგობრებო, კოლეგებო და ქართველებო.  რამდენიმე დღეა, რაც ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა, უბედური შემთხვევის გამო. ვფიქრობ, მინდოდა დამეწერა, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოვუყარე სათქმელს, ვინ იყო ზურა და რა გვასწავლა მისმა განვლილმა გზამ.

მეტი სითბო, სიყვარული, საკუთარი საგანძურის და ერთმანეთის მიმართ. ქართულ ფოლკლორს ვგულისხმობ და სიყვარული საკუთარი მიწა-წყლის, შენი კუთხის და ასევე შენი სამშობლოს მიმართ. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს მისი სიყვარული და ყურადღება ადამიანებისადმი.

ნუ განვიკითხავთ, მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს და ნაკლები შურით ვიცხოვროთ. მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ქვეყანას და მის ყველა საგანძურს. წამია ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა არც თანამდებობას, არც მატერიალურ მდგომარეობას. ფასეულია რისთვის იცხოვრე, რა შექმენი და ვის გაუწოდე ხელი დასახმარებლად…

ვფიქრობ, ზურა ბაკურაძის მთავარი სათქმელიც  ამ 42 წლის განმავლობაში ეს იყო.  და არამარტო…  ყველა, ვინც ამ ქვეყანას ემსახურა სწორედ ეს მაგალითი დაგვიტოვა. თემურ წიკლაური,ზურა დოიჯაშვილი, კახი კავსაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო გაბრაიძე, თემურ ქევხიშვილი და ყველა ამ ქვეყნის შვილი, ვინც ჩვენი სამშობლოს სამსახურში იდგა.

მის ძმას – გივის და მის ოჯახს  მინდა ვუთხრა, რომ ზურამ იცხოვრა კაცურად, უყვარდა ყველა, უყვარდა ყველას. დაგვიტოვა დიდი საქმე, რომელიც მისმა შვილებმა, მოსწავლეებმა უნდა გააგრძელონ (სატირალი ის არის, ვინც ასე ვერ იცხოვრა და  სიკეთე ვერ დატოვა).

ვუსამძიმრებ „ქართულ ხმებს”.  ვიცი, რამხელა ტკივილია და დანაკლისი ანსაბლის წევრის და ძმის დაკარგვა.  ცხოვრება გრძელდება, ჩვენ და სრულიად საქართველო თქვენს გვერდით ვართ. გვიყვარხართ და გვინდა, მალე დაგვიბრუნდეთ სცენაზე. თქვენი და ზურა ბაკურაძის აქტიური მსმენელი დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე…

ქართულ ფოლკლორს ვინც ჩაწვდა, იმღერა, ყველამ იცის, რომ ეს არის საქართველოს გენეტიკური კოდი, რომელსაც ვერავინ  წაშლის.

სწორედ  ამ კოდის ნაწილი იყო ზურა ბაკურაძე.  ვილოცოთ მისთვის და მოვიხსენოთ ლოცვებში მისი ნათელი სული…

და ბოლოს… თუ  დაგჭირდებით, იცოდეთ, რომ თქვენ გვერდით ვარ, მიყვარხართ და მინდა, ყველამ ერთად მივბაძოთ ზურა ბაკურაძეს და გავაგრძელოთ მისი კაცურად გავლილი გზა…

ზურას სახელის უკვდავსაყოფად, დიდი სურვილი მაქვს, დავაარსო  მისი სახელობის ფოლკლორის ფესტივალი. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს ძალიან გაუხარდებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g