მართალია ახლა ძალიან ცხელა, თუმცა რეკომენდაცია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, უდროო არასოდეს არის. სიცივის დადგომასთან ერთად მშობლების უმრავლესობა ბავშვს სავარძელში ქურთუკით სვამს და არც კი ეჭვობს, რომ ამან შეიძლება პატარა მგზავრის სიკვდილი გამოიწვიოს.
საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვის ზედა სამოსი როგორც წესი მოცულობითია, ამიტომ მშობლებს ცრუ შთაბეჭდილება ექმნებათ, თითქოს ბავშვი საიმედოდ არის ღვედით შეკრული, სინამდვილეში კი ღვედი ბავშვის სხეულზე მჭიდროდ არ არის.
ავარიის დროს ინერციიის ძალა პატარს წინ გაისვრის და ჩნდება თავისუფალი სივრცე პატარას სხეულის მოძრაობისთვის, რასაც სერიოზული ტრამვა მოყვება.
სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში სპეციალისტებმა ქრაშ-ტესტების სერია ჩაატარეს. დასკვნა კი შოკის მომგვრელია. არასწორად შეკრული ღვედის შემთხვევაში, სიკვდილი 50 კმ/სთ სიჩქარეზეც კი დგება.
ასეთია შეჯახების ტესტის შედგი: ბავშვის გარდაცვალებისთვის საკმარისია 50 კილომეტრ/საათ სიჩქარით გადაადგილება:
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ სავარძელში ბავშვს ბევრი არ უნდა ეცვას, იმისათვის, რომ არ შესცივდეს, საკარისია ზემოდან მიაფაროთ რაიმე თბილი.
იგივე წესი ვრცელდება ზრდასრულ ადამიანებზეც. ექსპერტები გვირჩევენ ავტომობილით მგზავრობისას ქურთუკი გავიხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოების ღვედის ეფექტურობა არსებითად მცირდება.

