LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სამწუხაროა, დიდებული ლოლა… საოცარი თანამშრომელი იყო, სიყვარულით სავსე. დაიძინე მშვიდად, ძვირფასო“ – ჟურნალისტ ლოლა ტუმასიანს კოლეგა კობა ფარტენაძე ემოციურად ემშვიდობება

261
კობა ფარტენაძე

ახლახან, აჭარის ტელევიზიამ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა – გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი გარდაიცვალა

ლელა ტუმასიანს მისი მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან. ლოლა ტუმასიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს აჭარის ტელევიზიის ამინდის პროგნოზის წამყვანი, კობა ფარტენაძეც და მას ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„დაიძინე მშვიდად ძვირფასო, ამ ფოტოზე გეჩხუბე, უშნოები ვართ-თქო, არადა ცხოვრება ყველას გვცვლის, ხან უფრო მშვენიერები ვართ, ხან პირიქით.

საოცარი თანამშრომელი იყო, სიყვარულით სავსე, რა სამწუხაროა, რა სამწუხარო… დიდებული ლოლა“, – წერს კობა ფარტენაძე.

დაიძინე მშვიდად ძვირფასო, ამ ფოტოზე გეჩხუბე უშნოები ვართ თქო , არადა ცხოვრება ყველას გვცვლის, ხან უფრო მშვენიერები ვართ…

Posted by Koba Fartenadze on ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ლოლა ტუმასიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, ლოლა ტუმასიანის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g