LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სამწუხაროა, რომ თურმე დაიღალეთ – ინგა გრიგოლიამ ცქიტიშვილს ემოციური მონოლოგი მიუძღვნა [ვიდეო]

911
inga grigola

ძალიან ვწუხვარ, რომ სწორედ თქვენგან მოვისმინე ეს განცხადება და მსგავს შემთხვევაში თქვენი ადექვატური რეაქციის იმედი აღარ მექნება – ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ეთერიდან ვიცე პრემიერ მაია ცქიტიშვილს მიმართა.

მისი მონოლოგი ცქიტიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხებოდა, რომელიც მან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი - ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია

ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას ქმედებები არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში

გრიგოლიამ შეახსენა ცქიტიშვილს, თუ რა შეიძლება დაემართოს პოლიტიკურად თუ საზოგდოებრივად აქტიურ ქალს, ასეთი კადრების გავრცელების შემდეგ და თუ რამდენად მძიმე დანაშაულია ეს.

„პირადად ჩემთვის ის, ყოველთვის გამორჩეულად კორექტული მთავრობის წევრი იყო, რომელსაც როგორც ქალ თანამდებობის პირს, მე ბესელიაზე გაკეთებულ ამ განცხადებამდე, აუცილებლად მივმართავდი თუ ხელახლა დაიწყებოდა ჩემზე იმ ტიპის მორალური ტერაქტი, რაც ერთხელ გავიარე და რასაც დღეს გადის ეკა ბესელია.

ქალბატონო ვიცე პრემიერო, ბრძანებთ, რომ დაგღალათ ბესელიას განცხადებებმა, თუმცა ის, რაც თქვენთვის დამღლელია, ადამიანების ცხოვრებას შეეხება, ადამიანების ცხოვრების ნგრევას შეეხება და მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონთ ეს ქალი თუ არა.

დღეს გადაცემის შესავალში, მე, ერთმა რიგითმა ჟურნალისტმა, რომელმაც კარგად იცის, რა საშინელებაა, როცა პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრებით ებრძვიან, მინდა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო ეკა ბესელიას მიმართ.

ქალის მიმართ, რომელსაც ჯერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, მერე კი უთხრეს, რომ თურმე იღლებიან მისი ბრძოლით ამ თემაზე, რომ გაარკვიოს ვინ უპირებდა მორალურ მკვლელობას. დიახ, ეს არის მორალური მკვლელობა, შეიძლება ფიზიკურ სიკვდილზე გათვლილიც კი, გააჩნია როგორ გადაიტანს ადამიანი ამ ნაღმის აფეთქებას. 

ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინოა - ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილის განცხადებას პასუხობს

რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა  დღეს განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

ქალბატონო მაია, სამწუხაროა ეს განცხადება, რომ თქვენ გეკუთვნით, ქალ ვიცე პრემიერს. რა სამწუხაროა, რომ თურმე დაიღალეთ კოლეგა ქალზე განხორციელებული მორალური ტერორით, რომ თურმე აღარ შეგიძლიათ ეს კომენტარები. 

იცით თქვენ რას ნიშნავს, როცა ქალს ამ ტიპის ტერაქტებით ებრძვიან? იცით თქვენ რა შეიძლება მოუვიდეს ქალს, რომლის პირად ცხოვრებასაც, თანაც ფარულად გადაღებულს, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ? მე გეტყვით თუ არ იცით: შეიძლება მორალურად განადგურდეს და საერთოდ ჩამოშორდეს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, შეიძლება შეშინდეს და დაივიწყოს აქტიურობა. შეიძლება ფსიქოლოგიურად განადგურდეს და შეიძლება ფიზიკურადაც განადგურდეს. შეიძლება გული გაუსკდეს და მოკვდეს. ორმაგად საშინელებაა, როცა ამ ტერაქტს უწყობენ საზოგადოებრივად ან პოლიტიკურად აქტიურ ქალებს, იმ მიზნით, რომ გააჩუმონ, გააკავონ, გზიდან ჩამოიშორონ.

ნუთუ სულ მინიმუმ სოლიდარობის განცდა არ გაგიჩნდათ ეკა ბესელიას მიმართ, სულ მინიმუმ, როგორც ქალს, ქალის მიმართ. შეიძლება არ გაგიჩნდათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ თქვენ მაღალი თანამდებობის პირი ხართ და ვალდებული ხართ თავი მაინც შეიკავოთ ასეთი განცხადებებისგან, რადგან თქვენმა მსგავსმა განცხადებებმა, შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მეტად წაახალისოს ამ დანაშაულის ავტორები,“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ და გაიხსენა, რომ მან მორალური ტერაქტისას, საშინელი გზა გაიარა.

მანვე ვიცე პრემიერს წარმატებები უსურვა კარიერაში, თუმცა განაცხადა, რომ მისი ეს კომენტარი მუდმივად დარჩება ამ სფეროში.

„პოლიტიკა იმად არ ღირს, რომ ფსიქოლოგიურად განადგურდნენ ადამიანები და ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების დროს ფარულად გვიღებდნენ საძინებელში, არ გაძლევთ ასეთი განცხადებების, ასე ხელაღებით კეთების თავისუფლებას,“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ და იმედი გამოთქვა, რომ მაია ცქიტიშვილი მიხვდება მისი მონოლოგის პათოსს.

გრიგოლიამ მონოლოგის ბოლოს გაიხსენა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის რეაქციები მსგავს თემაზე და აღნიშნა, რომ ცქიტიშვილისგან განსხვავებით მას, ყოველთვის მძაფრი შეფასებები აქვს ასეთ შემთხვევებზე და „თუ ჩვენს წუხილს ვერ გაიგებთ, იქნებ კითხოთ იუსტიციის მინისტრს, რატომ იყო თქვენი განცხადება ეკა ბესელიას მიმართ ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე მოსასმენი“.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი “უკვე დამღლელია”. ამის შესახებ მან 22 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას ქმედებები არის მორიგი მცდელობა, იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში:

“დამღლელია ძალიან უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერს გაეცა, ჰქონდა გამოძიებას საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია”.

მანამდე ეკა ბესელიამ “რუსთავი 2”-თან საუბარში თქვა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი. ბესელიას განცხადებით, მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. მისივე ვარაუდით, გამოძიება არ იძვრის, რადგან მისი ფარული კადრების გავრცელება “შორს არ არის მმართველი პარტიისგან”. 

ვინ ატვირთა დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები ინტერნეტში - შსს

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში.

ამ განცხადების მეორე დღესვე, 23 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტომ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირველი გამავრცელებელი გამოვლენილია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ვიდეო ჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო.

დ.ა.-ს და მ.დ.-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა” – განაცხადეს შსს-ში.

magti 5g