LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სარგებლობა მოაქვს საზამთროს?

545
საზამთრო

ზაფხულში, როცა ორგანიზმი გამუდმებით ითხოვს სითხეს, შესანიშნავი გამოსავალია საზამთრო. შეგიძლიათ საზამთრო თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშიც ჩააყენოთ, თუნდაც დაიცვათ დიეტა, რომელიც ამ ბაღჩეულ კულტურას ეფუძნება. საზამთრო 100 %-ით დიეტური პროდუქტია. ჯერ ერთი დაბალკალორიულია – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 30 კილოკალორიას უდრის. არც არის გასაკვირი – საზამთროს 98 % ხომ წყალია. გარდა ამისა, ეს ბაღჩეული, შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პექტინებს, უჯრედისს. ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ყოველწლიურად ამდიდრებს თქვენი კვების რაციონს.

სასარგებლოა საზამთროთი განტვირთვის დღის მოწყობა – უნდა მიირთვათ მხოლოდ საზამთრო და სურვილისამებრ ერთი ნაჭერი შავი პური, ოღონდ გაითვალისწინეთ: ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5- დღიანი შესვენების შემდეგ, შეგიძლიათ დიეტა განაგრძოთ, ოღონდ ამჯერად რაციონში ჩართეთ ყველი, უშაქრო შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული. საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლის პრობლემებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს. თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს კი უკუნაჩვენბებია.


საზამთრო აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს უზრუნველყოფს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავათი, მაგნიუმით, იცავს სისხლნაკლულობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისაგან. საზამთრო სამკურნალო დიეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. საზამთრო აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკები აქვს დანიშნული. საზამთრო ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული შეშუპებების დროს, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.


ხალხურ მედიცინაში საზამთროს იყენებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ანემიის დროს. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით. ასეთივე სამკურნალო თვისებები აქვს საზამთროს კურკას. გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ. და ბოლოს, საზამთროს მურაბა ჩაისთან ასევე ძალიან სასარგებლოა – თქვენი ოჯახის წვერებს არასოდეს შეაწუხებთ სანაღვლე გზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები