ბავშვის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი. ის ბავშვის მომავლის ფუნდამენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, აღზრდის რომელს სტილს იყენებენ მშობლები. რა შედეგი მოჰყვება ჰიპერმზუნველობას და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვი არ გათამამდეს – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.
რას გულისხმობს ტერმინი ჰიპერმზრუნველობა, იგივე ზემზრუნველობა ?
ზემზრუნველობა – ეს არის გადამეტებული ზრუნვა ბავშვზე. ასეთ დროს მშობლები იჩენენ ზედმეტ ყურადღებას მაშინაც კი, როდესაც საჭიროება არაა, მუდმივად გვერდით ჰყავთ ბავშვი და აიძულებენ მას მოიქცეს ისე, როგორც თავად ფიქრობენ. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, რადგანაც ან უკვე გამზადებულად მიეწოდებათ ის თუ როგორ უნდა მოიქცენენ ისინი, ან მის ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები. აქედან გამომდინარე, ბავშვს გარდა იმისა, რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება, ვერ აფასებს სიტუაციას, კარგავს რთულ სიტუაციაში საკუთარი ძალების მობილიზაციის უნარს და დახმარებას ელის უფროსებისგან, პირველ რიგში მშობლებისგან. გადამეტებული ზრუნვის დროს ბავშვს უვითარდება უსუსურობის განცდა, ეშინია შეცდომების დაშვების, არ შეუძლია მისი გამოსწორება, გადაწყვეტილების მიღება და გარკვეული შედეგის მიღწევა, რადგანაც ის გამუდმებით ელის უფროსებისგან დახმარებას. ჰიპერმზრუნველობის შედეგად ბავშვებს არ აქვთ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან და ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი.
რითი განსხვავდება ზემზრუნველობა ჩვეულებრივი ზრუნვისგან?
ზემზრუნველობა და ჩვეულებრივი ზრუნვა ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგ: როდესაც ჩვენ ვაჭმევთ ბავშვს, მაშინ როდესაც მას შია, ეს არის ზრუნვა, ხოლო როდესაც მას ვარწმუნებთ, რომ ის არის მშიერი და ამიტომ მან აუცილებლად უნდა ჭამოს, ეს არის უკვე ზემზრუნველობა.
რა თქმა უნდა მშობლის შფოთვას შვილზე აქვს ობიექტური მიზეზი. მაგალითად: ეზოში თამაშისას არ ჩამოვარდეს ხიდან, არ უკბინოს ქუჩის ძაღლმა, საქანელაზე ქანაობისას არ ჩამოვარდეს, არ დაიზიანოს რამე და ა.შ ზრუნვა არ უნდა გასცდეს გარკვეულ საზღვრებს. გადამეტებული ზრუნვით მშობლები საკუთარ შვილებს არ გამოუმუშავებენ დამოუკიდებლობის უნარს, გარისკვის და სიახლეების მოსინჯვის საშუალებას. ასეთი მიდგომა კი არ იცავს ბავშვს, არამედ აკმაყოფილებს მშობლების სურვილს აკონტროლოს ყველაფერი. უმჯობესია ბავშვებს მივცეთ რჩევა და ავუხსნათ. კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მკაცრია კონტროლი, მით უფრო დამაზიანებელია ის ბავშვის ფსიქიკისთვის.
რა არის ჰიპერმზრუნველობის გამომწვევი მიზეზი?
ჰიპერმზრუნველობის მიზეზი არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს მშობლის მომატებული შფოთვა, რომ მის შვილს რაიმე საფრთხე ემუქრება, ამ დროს ის ყველაფერს მუქ ფერებში აღიქვამს. ასევე შეიძლება მშობელი თვითონ იყოს ზემზრუნველობის ქვეშ გაზრდილი და ფიქრობდეს, რომ ასეთი მიდგომა არის სწორი. ბავშვზე მშობლის არარეალიზებული სურვილების გადატანა იწვევს დაბალი თვითშეფასების განვითარებას. ზემზრუნველობის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე გადატანილი ტრავმა, ეს შეიძლებაიყოს მშობიარობისას გართულებები ან ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც მშობელი შეესწრო რაიმე ტრაგედიას, რაც უკავშირდება ბავშვს და ა.შ აგრეთვე მარტოობის და სიბერის შიში, როდესაც მშობელი ბავშვის დამოუკიდებლობას აღიქვამს, როგორც მის დაკარგვას.
არსებობს ჰიპერმზრუნველობის 4 სახე:
რა ნიშნებით ხასიათდება ჰიპერმზრუნველობა?
ჰიპერმზრუნველობის ოთხივე ტიპს აქვს განსხვავებული გამომწვევი მიზეზი, მაგრამ აქვს საერთო მახასიათებლები:
რა შედეგი აქვს ჰიპერმზრუნველობას?
ჰიპერმზრუნველობა ეს არის ბავშვთან არაჯანსაღი ურთიერობა, რომლის შედეგადაც ბავშვები ვერ იღებენ საჭირო გამოცდილებას და უნარებს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ჯანსაღ პიროვნებებად. ზემზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები იზრდებიან ინფანტილურები, არ არინ დამოუკიდებლები და მიდრეკილნი არიან ნევროზისკენ, ასეთი ბავშვები ან აგრძელებენ მშობლების „მფარველობის ქვეშ“ ყოფნას, ან პირიქით გარბიან ოჯახიდან და ცდილობენ გაწყვიტონ ურთიერთობა მშობლებთან. ზემზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს აქვთ დაბალი თვითშეფასება, ისინი არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ შესაძლებლობებში, არ არიან მზად გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. მოზრდილობისას ისინი ან ითხოვენ სხვებისგან ყველა სურვილის შესრულებას, ან პირიქით, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არიან კარგები და დაიმსახურონ საზოგადობის ყურადღება და სიყვარული. შეიძლება მათ განუვითარდეთ ფსიქოსომატური დაავადებები, მომატებული აგრესია, რომელიც მიმართულია როგორც გარემოსკენ (თანატოლების მიმართ, მოგვიანებით მშობლების მიმართ), ასევე საკუთარი თავისკენ. მომავალში შესაძლებელია ჩამოუყალიბდეს აზარტული თამაშზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ამ პრობლემებთან ერთად ადგილი აქვს გამუდმებულ ტყუილებს, რომელიც წარმოადგენს კონტროლისგან გაქცევს საშუალებას.
მშობლებს შეუძლიათ გამოასწორონ სიტუაცია და დაიწყონ არა ბავშვის გაკონტროლება, არამედ ბავშვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა, ისწავლონ საკუთარი შვილის ნდობა, პატივი სცენ მას და მიიღონ ის როგორც პიროვნება. მნიშვნელოვანია რომ მშობლებმა რადიკალურად შეცვალონ აღზრდის სტილი (მიდგომა), გაიგონ შვილის ინტერესები, განცდები, სურვილები, დაინტერესდნენ მისი აზრით და მოთხოვნილებებით. მშობლებმა უნდა გაავლონ ზღვარი ჭირვეულობასა და ბავშვის ფიზიკურ და მორალურ მოთხოვნილებებს შორის, ასევე მისცენ შვილს არჩევნის უფლება და დაუწესონ მას ასაკის შესაბამისი შეზღუდვები და წესები, იმისათვის რომ უფრო მეტად დამოუკიდებლი გაიზარდოს.
7 რჩევა ლელი ყიფიანისგან:
1.მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მაგ: რა ჩაიცვას, ვის ეთამაშოს, სად წავიდეს და ა.შ.;
2.ბავშვთან საუბრისას ყურადღება მივაქციოთ საუბრის ტონს, არ გამოვიყენოთ მბრძანებლური, დირექტიული ტონი;
3.მიეცით ბავშვს არჩევნის საშულება;
4.პატივი ეცით მის არჩევანს და სურვილებს;
5.მიეცით საშუალება ბავშვს ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები;
6.წაახალისეთ ბავშვის ინიციატივა ;
7.იპოვეთ ბალანსი დაცვასა და თავისუფლებას შორის. ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ უნდა ხდებოდეს მეორის ხარჯზე. დავიცვათ და არ შევზღუდოთ თავისუფლება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი