LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედის პლასტიკურ გინეკოლოგიაში – სილამაზის აკადემია

54
ნინო-პეტრიაშვილი

რა შედის პლასტიკურ გინეკოლოგიაში – ამ თემაზე გადაცემაში სილამაზის აკადემია ქირურგმა, გინეკოლოგმა ნინო პეტრიაშვილმა ისაუბრა.

რა შედის პლასტიკურ გინეკოლოგიაში?

ეს არის ესთეტიური მედიცინის ნაწილი, რომელიც ცდილობს მოაგვაროს ინტიმური პრობლემები და აუმჯობესებს ქალის ცხოვრების ხარისხს. როგორც წესი მშობიარობის შემდეგ მოგვმართავენ, როდესაც ხდება საშოს სტრუქტურის ცვლილება და მას მოჰყვება რიგი პრობლემები.

რა არის ლაბიოპლასტიკა?

ლაბიოპლასტიკა არის პლასტიკური ოპერაცია, რაც ითვალისწინებს სასირცხვო ბაგეების ფორმისა და ზომის კორექციას. ქირურგიული ჩარევა რამდენიმე წუთს მოიცავს, პაციენტები სულ რამდენიმე საათი ჩერდებიან კლინიკაში. ხდება ზედმეტი ქსოვილების გაკვეთა და პლასტიკური ძაფით გაკერვა.

საშოს კედლების პლასტიკა რას მოიცავს?

ეს არის ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაცია. ეს არის საშოს წინა და უკანა კედლების პლასტიკა. ოპერაცია გრძელდება 15-დან 30 წუთამდე ინტერვალით. რეაბილიტაციას სჭირდება 4-დან 6 კვირამდე.

როკიტასკის სინდრომი რას ნიშნავს?

ეს არის იშვიათი პათოლოგია, 5000-დან ერთ ახალშობილს აქვს ეს პრობლემა. ასეთ პაციენტებს არ აქვთ საშო და მენსტრუალური ციკლი, თუმცა აქვთ საკვერცხე. მშობლებს მოჰყავთ შვილები 15 წლის ასაკში, პაციენტებს რეგულარულად აქვთ პრობლემა თვეში ერთხელ ტკივილის სახით. ასეთ პაციენტებს უტარდებათ ოპერაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები