რა შეიძლება იწვევდეს ჩალურჯებებს, მოყვითალო ლაქებს და სისხლჩაქცევებს ქვემო კიდურებზე განსაკუთრებით გოგონებში? – ექიმი გიორგი ღოღობერიძე გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
ცნობილი ექიმი ამბობს, რომ შემთხვევათა 60%-ში ეს გამოწვეულია ტრავმით.
ღოღობერიძე დეტალურად ხსნის, კიდევ რა იწვევს ჩალურჯებებს ჩვენს სხეულზე.
„შემთხვევათა 60%-ში ეს გამოწვეულია ტრავმით, როდესაც რამეს შემთხვევით მიარტყამ და არ გახსოვს.
ქალბატონებში სისხლძარღვები ძალიან მყიფეა და ელემენტარულ ტრავმებზეც კი ლაქების სახით დიდხანს ტოვებს კვალს.
შემთხვევათა 20%-ში შესაძლოა გამოწვეული იყოს რკინა დეფიციტური ანემიით. თუ სხეულს რკინა აკლია, ეს გამოიწვევს არამარტო ჰემოგლობინისა და ერითროციტების ნაკლებობას, არამედ თრომბოციტების ფუნქციის დარღვევას და ლაქებს ქვემო კიდურებზე.
შემთხვევათა დანარჩენ პროცენტში ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტებით, მაგალითად სიცხის დამწევებით, გამაყუჩებელი საშუალებებით, რადგან ისინი აქვეითებენ თრომბოციტების ერთმანეთზე შეწებებას.
ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს კონტრაცეპტივებითაც.
დაიმახსოვრეთ-C, K ვიტამინის, B12 და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.
თუ გაქვს ვარიკოზი, ამ დროსაც ტიპურია სისხლჩაქცევები“, – ამბობს ექიმი მიმართვაში რომელსაც სოციალურ ქსელში „მთავარი“ ავრცელებს.