LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში არ არის წვნიანის ხშირი მიღება რეკომენდებული – ნუტრიციოლოგ ია გორგილაძის რეკომენდაციები

255
BeFunky-collage123412 3 4sdf (9)

ნუტრიციოლოგი ია გორგილაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბოსტნეულისა და ხორცის წვნიანების შესახებ საუბრობს.

ის განმარტავს, რა შემთხვევაში არ არის მათი ხშირი მიღება რეკომენდებული.

სპეციალისტი წვნიანებს ორ კატეგორიად ყოფს – ხორცის და ბოსტნეულის ნახარშებად და აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი ხარშვისას ბოსტნეული და ხილი კარგავს სასარგებლო თვისებებს.

„ტაილანდური წვნიანი თუ გაგისინჯავთ, იქ ბოსტნეულს მხოლოდ 2 წუთით ხარშავენ — პროდუქტს არ უნადგურებენ სასარგებლო ნივთიერებებს,“ – განმარტავს ნუტრიციოლოგი.

მისი თქმით, ხორცის ნახარში დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების შემთხვევაში, მაგალითად, ღვიძლის, პანკრეასის ან ნაწლავის დაავადებებისას, მისი ხშირი მიღება დაუშვებელია.

„თუ ხორცის წვნიანს ამზადებთ, პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ. ეს პროდუქტის გასუფთავებას უწყობს ხელს,“ – ამბობს სპეციალისტი.

გარდა ამისა, გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების და ხანდაზმულ ასაკში ღვიძლის პრობლემებისას ხორცისა და თევზის ნახარშები მიზანშეწონილი არ არის.

ბოსტნეულის წვნიანები უფრო მარტივად მოსანელებელია, თუმცა ყველა ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლო არ არის. მაგალითად, კომბოსტო ნაღველზე ცუდად მოქმედებს და შებერილობას იწვევს.

ნუტრიციოლოგი განსაკუთრებულად აღნიშნავს ბორშის მომზადების ჯანსაღ მეთოდს:

„კომბოსტო არ უნდა მოხარშოთ – ცალკე ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოაშუშეთ და გამზადების წინ დაამატეთ. ასე ბორში შებერილობას აღარ გამოიწვევს.“

სპეციალისტი მოუწოდებს, „ფასტ ფუდის“ და მზა ბულიონის კუბებისგან მაქსიმალურად მოერიდონ, რადგან ისინი მავნე ქიმიურ დანამატებს შეიცავს.

„ჩვენი ორგანიზმი ძლიერია, მაგრამ მსგავსი პროდუქტების მუდმივი მოხმარება დროთა განმავლობაში აუცილებლად აზიანებს ჯანმრთელობას,“ – ამბობს ის.

ნუტრიციოლოგი დასძენს, რომ სოკოსა და ძვლის ნახარშები პურინებით მდიდარია და მათი ხშირი მიღება არ არის რეკომენდებული.

ჯანსაღი ალტერნატივებია გოგრის წვნიანი, მჟაუნა და მაწვნის სუპი. სპეციალისტის თქმით, რძის პროდუქტები უნდა მივიღოთ მხოლოდ ერთმანეთთან კომბინაციაში, რადგან სხვა პროდუქტებთან შერევისას ნაწლავებში დუღილის პროცესს იწვევს.

„მაგალითად, ზაფხულში „აკროშკას“ ხშირად ამატებენ ძეხვეულს – ეს არასწორია და ჯანსაღ კვებასთან საერთო არაფერი აქვს,“ – დასძენს ნუტრიციოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g