LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემზარავია აგრესიის ყურება…​ აცრილებო, სხვებიც რიგში დგანან და აუცილებლად აიცრებიან, მაგრამ ოდნავ მეტი ლმობიერება გამოავლინეთ: პეტრე კოლხი

1287
პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს სოციალური ქსელით მოუწოდებს „ოდნავ მეტი ლმობიერება გამოავლინონ“. მისივე თქმით, „ვირუსზე მეტად ამხელა სიძულვილი და მრისხანება კლავს!..“.

„რა შემზარავია აგრესიის ყურება… აცრილებო, სხვებიც რიგში დგანან და აუცილებლად აიცრებიან, მაგრამ ოდნავ მეტი ლმობიერება გამოავლინეთ… ვირუსზე მეტად ამხელა სიძულვილი და მრისხანება კლავს!“, – წერს პეტრე კოლხი.

​ცნობისთვის, მანამდე პეტრე კოლხს სოციალურ ქსელში პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც წერდა, რომ „მისი ახლობელი ოჯახი, რომელიც ორჯერ არის ვაქცინირებული, კორონავირუსისგან დაინციცირდა“.

„თუკი აცრა ვერ მიცავს, მაშინ აზრი?!“, – წერს პეტრე კოლხი.

აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრო, ნაწილი კომენტარებში წერს, რომ „ეს პოსტი მავნებლობაა“, რადგან „აცრა სიკვდილისაგან და სტაციონარისაგან იცავს, რაც ვირუსის სხვისთვის გადადების შანსებს ამცირებს“. ისინი აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ვირუსით დაინფიცირებას არ გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები